დღეს ბათუმში ტბების წმენდა იწყება

Batumi Daily

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ორ ტბას გაწმინდავენ. ნურისა და არდაგანის ტბები ნარჩენებისგან, შლამისგან და წყალმცენარეებისგან გაიწმინდება. წყალმცენარეების მომრავლება ტბაში ჟანგბადის გადაჭარბებას იწვევს, ზუსტად ამიტომ მათი ნაწილიც გაიწმინდება ტბებიდან. ნურის ტბა ბათუმის პარკში მდებარეობს და სხვადასხვა დროს დაბინძურებულია. ხშირად ტბის ქიმიური დაბუნძურება პრობლემურია. თუმცა, როგორც მერიაში აცხადებენ "რეგულარულად ხორციელდება ქიმიური ანალიზების აღება. შედეგების თანახმად, წყლის ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობა გაუმჯობესებულია". მერიის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. #ტბები #წმენდა #ეკოლოგია #გარემო #batumidaily