წაღებული საავტომობილო და საფეხმავლო გზები, დაზიანებული ხიდები - სტიქია ლენტეხში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებს. ლენტეხის მერიის ინფორმაციით, 21 აგვისტოს, გამთენიისას დაწყებულმა ძლიერი წვიმის შედეგად, ჩოლურის და ლაშხეთის თემები მთლიანად გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს. ადიდებულია მდინარე ლასკადურა, რომელიც საფრთხეს უქმნის დაბის მოსახლეობას. კოკისპირული წვიმა მუნიციპალიტეტშიამ დრომდე გრძელდება.