თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შესაძლოა სკოლებში სწავლა 1 მარტამდეც დაიწყოს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის დაწყება შესაძლოა უფრო ადრე დაიწყოს. მან მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ეს დამოკიდებული იქნება 7 დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელზე. დღეს ეს მაჩვენებელი 4 პროცენტი იყო. "ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, [შეიძლება] ეტაპობრივი გახსნა დავიწყოთ უფრო ადრე. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს და პირველ რიგში, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს", - თქვა გახარიამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეკონომიკის ამუშავება დამოკიდებული იქნება 7 დღის განმავლობაში კორონავირუსის ჩატარებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელზე. https://www.radiotavisupleba.ge/a/31073604.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები