Phubber სააქციო საზოგადოება გახდა - როდის გახდება ცნობილი ახალი ინვესტორების ვინაობა"Phubber app საა

Tbilisi Daily

საზოგადოებად გადაკეთდა“ - ამის შესახებ აპლიკაციის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა facebook-ის პირად გვერდზე მოკლე პოსტი გამოაქვეყნა. როგორც bm.ge-ისთან ჩუგოშვილმა განმარტა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გადაკეთების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ აღნიშნული იურიდიული ფორმა Phubber-ის აქციების გამოშვებას უფრო მოქნილს გახდის და ინვესტორებში მიმზიდველობასაც გაზრდის. რაც შეეხება ახალ ინვესტორებს, Phubber-ის თანადამფუძნებელი მათი დასახელებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს. „ახალი ინვესტორების ვინაობა საზოგადოებისთვის სექტემბრის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი ანუ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები და აქციების გადაფორმების პროცესი საბოლოოდ დასრულდება“, - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, Phubber ამ ეტაპზე დაფინანსების პირველ რაუნდს ხურავს, რომლის მიღების საშუალება მათ World Cup - Black Sea & Beyond Regional Competition-ზე გამარჯვებამ მიცა. „ამ ინვესტიციას, პირველ რიგში, გამოვიყენებთ დეველოპმენტის გუნდის გაძლიერებისთვის, უნდა დავამატოთ ახალი ფუნქციონალი, რათა აპლიკაცია გახდეს შედარებით დიდი ბაზრებისთვის გათვლილი და მომავლ წელს მზად ვიყოთ, საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, რომ ქართული სტარტაპი Phubber-ი Startup World Cup - Black Sea & Beyond Regional Competition-ის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული კონკურსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტარტაპებს შორის იმართება. ქართული აპლიკაცია კი, შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი გამარჯვებულია.