ბრიტანეთი: რუს რეზერვისტებს უკრაინელთა პოზიციებთან საბრძოლველად "იარაღით და ნიჩბებით" გზავნიან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ომზე თავის ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ მობილიზებულ რუს რეზერვისტებს უკრაინელთა პოზიციებზე შეტევებში გზავნიან "ცეცხლსასროლი იარაღით და ნიჩბებით" შეიარაღებულებს.    "სტანდარტული წარმოების,  MPL-50-ის ტიპის სათხრელი იარაღის ლეტალურობა რუსეთში განსაკუთრებით მითოლოგიზებულია" - წერს სამინისტრო. "ცოტა რამ თუ შეიცვალა 1869 წელს მისი შექმნის მერე - მისი იარაღად კვლავ და კვლავ გამოყენება წარმოაჩენს სასტიკ და დაბალტექნოლოგიურ ბრძოლას, რომელიც დიდწილადაა ამ ომის მახასიათებელი", ვკითხულობთ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32302883.html

Source: radiotavisupleba.ge