თბილისში სამშენებლო მაღაზიის საწყობი იწვის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისში, აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კვეთაზე სასაწყობო ფართი იწვის. ცეცხლი უკიდია სამშენებლო მასალებსა და საღებავებს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიაწოდეს. ხანძრის შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით, 18:00 საათისთვის შევიდა. უწყება აცხადებს, რომ ადგილზე მობილიზებულია 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია კი ჯერ არ აქვთ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31099918.html #ახალი_ამბები #twitter