თეა წულუკიანი: კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ "შეცდომით"
Tbilisi Daily
"ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ "შეცდომით", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" წევრმა თეა წულუკიანმა ISFED-ს.
იუსტიციის ყოფილი მინისტრის თქმით, ხარვეზს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაში იყო, ქვეყნის ოპოზიციური სპექტრი ეყრდნობოდა.
"თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა "მძიმე მდგომარეობაა", ხოლო თქვენი "შეცდომის" გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ ნჯო, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში "ხარვეზისათვის" (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!", - დაწერა თეა წულუკიანმა Facebook-ზე.