კახი კავსაძე კლინიკაში გადაიყვანეს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
Tabula
მსახიობი კახი კავსაძე კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. რატიანის თქმით, მას სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზე გადადის.
http://www.tabula.ge/ge/story/183160-kaxi-kavsadze-klinikashi-gadaikvanes-misi-janmrtelobis-mdgomareoba-mdzimea