რეხვიაშვილის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142786
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 6 სოფელ მუშევანში, 3 სოფელ გეტაში და ერთი სავანეთში.
„გუშინ ძალიან ნაყოფიერი მუშაობა გაწიეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში და ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგებმა საკვლევი მასალის აღების კუთხით. მხოლოდ ბოლნისში 174 საკვლევი მასალა იქნა აღებული იმ ახალი გავრცელების მჭიდრო კავშირებიდან, რომელთა გადაზღვევა და მდგომარეობის გარკვევა აუცილებელია. დღეის მდგომარეობით ამ კავშირებიდან გვაქვს მუშევანში 6 დადასტურებული ფაქტი და ვიცით კონტაქტები, ასევე სავანეთში ერთი დადასტურებული ფაქტია და ქალი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია, იყო კარანტინში. სამი ფაქტი გვაქვს სოფელ გეტაში იმ პირველწყაროსთან კონტაქტებში, ანუ მის ოჯახშია შემდგომი გავრცელება“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.