სისხლის სამართლებრივი დევნა შეიძლება განხორციელდეს ქსენოფობიური განცხადების გამავრცელებელზე-დეკანოიძ

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142961 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, რომ აუცილებელია, რომ ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები იყვნენ. „ეს უნდა გახდეს ფართო საჯარო განხილვის თემა. მაგალითად, კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დევნა შეიძლება, განხორციელდეს ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც, მაგალითად თავისი ქსენოფობიურ განცხადებებს ავრცელებენ და გახსოვთ თქვენ ბოლო მაგალითი აბაშიძესთან დაკავშირებით, რომელმაც სოციალურში ქსელში მძიმე რამ დაწერა და ეს გასატარებელი არაა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. ამაზე საჯარო დისკუსია დაწყება შესაძლებელია და აუცილებელია, რომ ეს იყო საჯარო პლატფორმა და ალბათ, პარლამენტი, რომელსაც მსგავსი საკანონმდებლო ბაზის შექმნა ევალება. მათ შორის ფრთხილად უნდა ვიყოთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, როდესაც უმრავლესობაში იქნება არა ანტიდასავლური ძალა, არამედ პროდასავლური ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს დემოკრატიის ყველა პატარა კუნძულის განვითარებაზე, რათა ეს კუნძულები განვითრდეს და გამთლიანდეს“, - განაცხადა დეკანოიძემ.