აჭარაში 32 წლის კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

აჭარაში კორონავირუსის 603 შემთხვევა გამოვლინდა, 300-მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით 7 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 32 წლის ქალია. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 55 წლის ინფიცირებული, მას ჰქონდა თანმხლები გულის ათეროსკლეროზული დაავდება და გულის უკმარისობა. მე-2 კოვიდინფიცირებული პაციენტი რესპუბლიკურში მკურდნალობდა, 68 წლის კაცს, ჰქონდა თანმხლები არტ. ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავდება და გულის უკმარისობა. ასევე რესპუბლიკურში მკურნალობდა 86 წლის ქალი, რომელსაც გულის ქრ. უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. კიდევ ერთი გარდაცვლილი, რომელიც ამავე კლინიკაში მკურნალობდა 59 წლის კაცია და ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. ერთ-ერთი გარდაცვლილი 57 წლის კაცია, რომელიც მედცენტრში მკურნალობდა და მას თანმხლები არტ. ჰიპერტენზია და შაქრიანი დაიბეტი ჰქონდა. 45 წლის კოვიდინფიცირებული ქალი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა, და მას თანმხლები ესენციური ჰიპერტენზია ჰქონდა. ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, 32 წლის ქალ, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და ინსულინდამოკიდებული იყო. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 669-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 2 425 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 355 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 361 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კარანტინის რეჟიმშია 2506 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4918 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3311 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.