ბრძოლები ადენში
Middleeast Report
ადენის პროვინციაში ერთმანეთს კოალიციის წევრები დაუპირისპირდნენ. ადენში სასტიკი ბრძოლები გაიმართა საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ საემიროებს შორის.
Anadolu Agency და Middle East Monitor-ის ინფორმაციით, ე.წ. Storm Brigade, რომელიც ექვემდებარება სამხრეთ იემენის დროებით მთავრობას ე.წ. Southern Transitional Council, თავს დაესხა Camp 20, სადაც სამეფოს კონტინგენტი განლაგებულია და მათ მიერ მხარდაჭერილი სამხრეთელი ძალები. დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ჯერ ჯერობით არ არის ინფორმაცია, თუმცა ცნობილია, რომ ამ ბრძოლის შედეგად ბევრი სამხედრო ტექნიკა განადგურდა, ხოლო საუდების ძალებმა შეძლეს და დაიცვეს Camp 20.
Camp 20 მდებარეობს ქალაქ კრატერში ადენთან ახლოს, რომელსაც იმამ ალ-ნობი მეთაურობს, ერთ დროს გაერთიანწბული საემიროების მოკავშირე.
საუდის არაბეთის ძალები ადენის საერთაშორისო აეროპორტზე კონტროლის დამყარება სცადეს, რომელსაც ამჟამად საემიროების მხარდაწერილი ძალები ე.წ. Security Belt აკონტროლებს.
უკვე 5 წელიწადზე მეტია, რაც იემენი ჩათრეულია ირანი-საუდის არაბეთის პროქსი ომში. ქვეყანა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, როემლსაც აკონტროლებენ სცვადასხვა სეპარატისტული თუ ტერორისტული დაჯგუფებები.
ამის ფონზე ყვეყანა იმყოფება უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისში, ათასობით ადამინი შმშილობს, იქცა დევნილად და ყოველდღე საჰაერო იერიშების შედეგად იღუპება. ამას ასევე ემატება კორონავირუსის პანდემია. სამოქალაქო ომის გამო, ზუსტი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია, თუმცა როგორც ექსპერტები,ასევე ექიმები აცხადებენ, რომ ვითარება იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ამას ოფიციალური პირები რეალურად აცხადებენ.
#პოლიტიკა
#ახალიამბები
#სამოქალაქო
#ომი
#იემენი
#საუდისარაბეთი
#ემირატები
#war
#news
#ახლოაღმოსავლეთი
#yemen
#saudiarabia
#uae
#events
#opinion
#civilwar
#gulf
#region
#coalition