რუსეთმა ანაკლიის პორტის კონკურენტი პორტის მშენებლობა ზღვაზე დაასრულა

Headline

ქერჩის სრუტეში მდებარე ტამანის პორტში ღრმა წყლოვანი სამუშაოების დასრულების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რაც იმას ნიშნავს რომ პორტი 220,000 ტონამდე სატვირთო გემების მიღებას უკვე შეძლებს. ამგვარად, ტამანის პორტის ნავმისადგომი სამხრეთ რუსეთში იქნება პირველი, რომელიც 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მიღებას შეძლებს. ნავმისადგომებზე განთავსებულია გემებიდან ან გემებზე გადასატვირთი ტრანსპორტი, რომლებიც საათში 14,000 ტონას ტვირთავს. წლის ბოლოს, ვარაუდობენ, რომ ტერმინალის გამტარუნარიანობის ზრდის შედეგად, დატვირთვის სიჩქარე საათში 30,000 ტონას გაუტოლდება. #რუსეთი #ანაკლიისპორტი #შავიზღვა #ოკუპაცია #ახალიამბები #პოლიტიკა