იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ 2 კანდიდატს მოუსმენს

Tbilisi Daily

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცედურა გრძელდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს ორ კანდიდატს - თინა ვაშაყმაძეს და ლაშა თავართქილაძეს მოუსმენ. გასაუბრება 11 საათზე დაიწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატების მოსმენა 10 დეკემბერს დაიწყო.