საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება საგანგებო მდგომარეიბის გამოცხადებაზე
Tbilisi Daily
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრძანებით, საქართველოს მთელი ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის მოქმედების ვადაც 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედებაც.
„ერთი თვის წინ, გაცნობეთ საგანგებო მდგომარეობის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადების შესახებ. ასევე, წარმოგიდგინეთ დეკრეტი, რომლითაც დაწესდა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების გარკვეული შეზღუდვები. მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი, თუმცა, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა არ გვაძლევს უფლებას, მოვადუნოთ ყურადღება და შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა .
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 26 მაისისთვის ვითარება იქნება გაცილებით უკეთესი. მისი თქმით, მთავარია ნაადრევად არ მოიხსნას ჯერ კიდევ აუცილებელი შეზღუდვები.
პრეზიდენტმა საზოგადოებას მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ არა ჯარიმების შიშით, არამედ იმის შეგნებითა და იმედით, რომ ამით ვიცავთ ხვალინდელ დღეს“.
#კორონავირუსი
#პანდემია
#საგანგებომდგომარეობა
#სალომეზურაბიშვილი
#tbilisidaily