20 ივნისიდან ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
"კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
28 მარტიდან საქართველოში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კვლავ სავალდებულო იყო პირბადის ტარება, მოქალაქეთა მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებდა მას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31900624.html
Source: radiotavisupleba.ge