ამერიკაში კორონავირუსის 55 000- ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Headline

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონა ვირუსის გავრცელება უფრო სწრაფად ხდება ვიდრე აქამდე. შტატებში 55 000 - ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაშ 55274 ახალი შემთხვევა დადასტურდა როდესაც 2 კვირის წინ შტატებში კორონავირუსით დღეში დაახლოებით 22 000 ადამიანი ავადდებოდა. ბოლო 7 დღის განმავლობაშ ქვეყანაში დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 40 000 სცდება. აშშ-ს 50 შტატიდან ინფიცირებულთა რაოდენობა 37 შტატში გაიზარდა. ჯამში 128 706 ადამიანი გარდაიცვალა. ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ინფიცირებით ასევე სიკვდილიანობით მსოფლიო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე დგას. კორონაცირუსი ამერიკისშეერთებულიშტატები აშშ კოვიდ19