პარლამენტთან შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიდიან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარლამენტთან შეკრებილი აქცია იშლება, აქციის მონაწილეების ნაწილი და პოლიტიკოსები ახლა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ მიემართებიან. მათ სურთ გაუქმდეს გუშინ ჩატარებული არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. მოქალაქეები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნება", დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არა დარღვევები, "ქართული ოცნება" უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა.  პარტიების ნაწილმა დააანონსა, რომ არ შევა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში. დღეს გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ სამართალდამცავების მიერ დაყენებული ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. მისი მოხსნა დანაშაულია.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30924250.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020