რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში - ელჩი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, აცხადებს აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი. „ჩვენ ვადვოკატირებთ საქართველოს კანდიდატობას ევროკავშირში, რადგან გვინდა ვიხილოთ ქვეყნის წარმატება მის ევროპულ მისწრაფებებში. როცა მესმის, რომ ამბობენ, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, ან ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აშშ აკეთებს ყველაფერს რაც შეგვიძლია, ომის შესაჩერებლად“, - თქვა მან ბათუმში, ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ელჩის თქმით, ევროკავშირი და ნატო ემსახურება მშვიდობას, სტაბილურობას, გამჭვირვალობას და ეს შესამჩნევია ევროპისა და ჩრდილოეთის ყველა ქვეყანაში. „აშშ-ის კარგად ესმის, რა აქვს გამოვლილი ქართველ ხალხს და რას გრძნობს უკრაინასთან დაკავშირებით“, - თქვა ელჩმა და დაამატა: „საჭიროა ერთიანობა და არა ჩხუბი“. https://www.radiotavisupleba.ge/a/31896247.html

Source: radiotavisupleba.ge