რომელ კლინიკას უნდა მიაკითხოთ ქუთაისში, თუ მაღალი ტემპერატურა გაქვთ ?
Kutaisi Daily
ქუთაისში ცხელების ცენტრი ამოქმედდა, რომელიც რისკ ჯგუფის პაციენტებს სწრაფ მომსახურებას გაუწევს. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალაბერიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ისაუბრა:
"ცხელების ცენტრი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მოეწყობა, ეს არის ჩხობაძის სახელობის კლინიკა. ცენტრში ყველა ადამიანს შეეძლება მისვლა, ვისაც ტემპერატურა ექნება. კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში კი პაციენტებს კლინიკაში გადაიყვანენ. ცენტრი აღიჭურვება საჭირო აპარატურით", – განაცხადა შალამბერიძემ.
#ქუთაისისსაავადმყოფო
#რისჯგუფი
#შალამბერიძე
#KUTAISIDAILY