მეტრო და ავტობუსები მუშაობას 29 მაისიდან განაახლებენ
Tbilisi Daily
საზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან აღდგება. განახლდება როგორც მეტროპოლიტენის, ასევე ავტობუსების მუშაობა.
თერმოსკრინინგი, სოციალური დისტანცირება და პირბადე - საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისთვის, ეს სამი მოთხოვნა უნდა იყოს დაცული.
საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ ხაზებს ავტობუსები დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში სულ 700 ავტობუსი იმოძრავებს. ინფექციონისტებს მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია ტრანსპორტის რიცხვი, მინიმუმ გაორმაგდეს.
ავტობუსების რიცხვის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებიც.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და უსაფრთხოდ ამუშავებაზე, ქვეყნის პრემიერ-მინსიტრმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
#news #საზოგადოებრივიტრანსპორტი #მეტრო #ავტობუსი #TbilisiDaily