ბელარუსში დაკავებული რუსების წინააღმდეგ ტერაქტების მომზადების ბრალდებით აღიძრა საქმე
Interworld
ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივნის ანდრეი რავკოვის განცხადებით, ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკავებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმისწარმოება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით აღძრეს.
ხუთშაბათს, 30 ივლისს, რავკოვმა კვლავ გაიმეორა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიაზე 200-მდე უცხოელი მებრძოლის არსებობის თაობაზე, რომელთაგან 33 უკვე დაკავებულია. მისი თქმით, დაკავებულებმა უკვე დაიწყეს ჩვენებების მიცემა და მათ შორის სავარაუდოდ კონტაქტების თავიდან ასაცილებლად, ძალოვნებმა ისინი დედაქალაქ მინსკის პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში გადაანაწილეს.
მანამდე, ბელარუსის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობებით, დაკავებული რუსების უმთავრეს ამოცანას (საპრეზიდენტო) საარჩევნო კამპანიის პროცესში დესტაბილიზაციის გამოწვევა წარმოადგენდა. აქვე, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის ინფორმაცია იმაზე, თუ რას აკეთებდნენ რუსეთის მოქალაქეების ბელარუსში.
დამატებით, რუსულ სამთავრობო ტელეგრამ-არხებზე დაიწერა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ბელარუსის ტერიტორიაზე მისი დაქირავებულების ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით გადასაყვანად იყენებდა და ეს ყველაფერი სავარაუდოდ ოფიციალური მინსკის თანხმობით ხდებოდა.
ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, არც რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს (ფსბ), არც თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) და არც სხვა მსგავსს სტრუქტურებს დაქირავებულთა გადაყვანის თაობაზე მინსკი საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.
ოთხშაბათს, 29 ივლისს, რავკოვმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ხელისუფლება, ქვეყანაში ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სახელმწიფო საზღვრისა და მასობრივი ღონისძიებების კონტროლის გამკაცრებას გეგმავს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Belarus #Russia #detentions #military #organization #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა