აჭარაში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

Batumi Daily

ქედაში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს კოლოტაურში, თუმცა იგეგმება სხვა დგილებშიც შესაბამისი ზომების მიღება. კოლოტაურში სამუშაოების ღირებულება 48235 ლარს შეადგენს. მეწყერსაწინააღმდეგო გამაგრებებთან ერთად, მიმდინარეობს გზების რეაბილიტაციას ქედის მუნიციპალიტეტში. მერიამ ამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 267000-ზე მეტი ლარი გამოყო. დაგეგმილია გზის რეაბილიტაციას. პროექტის მიხედვით, სოფლად მცხოვრები რამდენიმე ოჯახის სახლი ცენტრალურ გზას მალე დაუკავშირდება. პარალელურად, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ამჟამად კაპანდიბი-ახალსოფლის გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ასევე, გეგმის თანახმად, უნდა მოეწყოს სანიაღვრე არხებიც. სამუშაოები ივლისში დასრულდება. #ღონისძიებები #ქედა #BatumiDaily