25 მილიონს გასცდა მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი, ინდოეთში სარეკორდო ზრდაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მთელ მსოფლიოში კორონავირუსის აღრიცხულ შემთხვევათა რიცხვი 25 მილიონს გასცდა,  იტყობინებიან ახალი ამბების სააგენტოები, რომლებიც ამასთან, ავრცელებენ ცნობას, ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება ინდოეთში. მსოფლიოში ინფექციის გამო დაღუპულთა რაოდენობა 840 ათასია, იტყობინება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომლის გამოთვლებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 25 მილიონზე ნაკლებია. ინდოეთში, მსოფლიოში მოსახლეობის რიცხვით მეორე სახელმწიფოში, 30 აგვისტოს სარეკორდო, 78761 ახალი შემთხვევა აღირიცხა, ავრცელებს მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო. ინდოეთში ინფიცირებულთა ყველა მაღალი  რიცხვია აღრიცხული აშშ-ის და ბრაზილიის შემდეგ. სამხრეთ კორეაში უკვე მე-17 დღეა ინფიცირებულების მატების რიცხვი სამნიშნაა, თუმცა 30 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო ხუთ დღეში 299 ახალი შემთხვევა დღიური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, იტყობინება ქვეყნის ჯანდაცვის უწყება. ამ ქვეყანამ, რომელსაც კოვიდ-19-ით დაღუპულთა შედარებით დაბალი მაჩვენებელი, 320, ჰქონდა, გააგრძელა სოციალური დისტანცირების მეორე ფაზა 28 აგვისტოს კიდევ ერთი კვირით და შემოიღო უფრო მკაცრი წესები იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი საფრთხეა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30811265.html #ახალი_ამბები #twitter