არჩევნების შედეგებს ერთდროულად ოთხ ადგილზე აპროტესტებენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

31 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს ოთხ წერტილში ერთდროულად აპროტესტებენ. ერთი აქცია ბათუმში იმართება, სამი კი თბილისში.  გლდანში აქტივისტების ნაწილი პოლიტიკოსებთან ერად მოქალაქეებს კვირას, 8 ნოემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ ფლაერებით აცნობენ. ადგილზეა "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელიაც. ამავდროულად, ქუჩაში მსვლელობას აწყობენ ლეიბორისტული პარტიის ოფისიდან გამოსული პოლიტიკოსები და აქტივისტები. მათაც იგივე მიზანი აქვთ, აცნობონ მოქალაქეებს კვირას დაგეგმილი აქციების შესახებ. გუშინდელის მსგავსად დღესაც იმართება აქცია "ცესკოსთან". შეკრებილი მოქალაქეები უნდობლობას უცხადებენ არჩევნების შედეგებს. ამავე მოტივით ბათუმში მანქანებით მსვლელობას აწყობენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერები. ცესკომ წინასწარი მონაცემები არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, მმართველ პარტიას 75 მანდატი უკვე მიღებული აქვს და მხოლოდ ერთი მანდატიღა სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად. ოპოზიციური პარტიები ამ შედეგებს არ ეთანხმებიან და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30929811.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020