მოსკოვი აშშ-ის გენპროკურორს აკრიტიკებს
Tbilisi Daily
მოსკოვი აშშ-ის გენერალური პროკურორს აკრიტიკებს. უილიამ ბარის განცხადებას, რომ მემარცხენე რადიკალურ მოძრაობა „ანტიფასთან“ კავშირის მქონე ექსტრემისტმა აგიტატორებმა და უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედმა დაჯგუფებებმა საერთო ეროვნული პროტესტის აშშ-ში ვითარების გასამწვავებლად გამოყენება სცადეს, მარია ზახაროვამ უპასუხა.
„ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადება, თითქოსდა შეერთებულ შტატებში ძალადობას გარე ძალები ახალისებენ, ვაშინგტონის მორიგი მცდელობაა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნან. ასეთი განცხადებებით ისინი პირველ რიგში საკუთარი ხალხის მიმართ გამოხატავენ უპატივცემულობას,“-აღნიშნა ზახაროვამ. მასობრივი არეულობები აშშ-ში პოლიციელების მიერ აფროამერიკელის, 46 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.
ბარი ზახაროვა რუსეთი აშშ
tbilisidaily