Ზურა ჯაფარიძე: ვისზე რა უნდა ვთქვა, 2 კვირის წინ გავიყავით
Tbilisi Daily
„გირჩის“ წევრი ზურა ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილ წევრს გრიგოლ ვაშაძეს ეთანხმება, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების კრიტიკა, უხეში ფორმით, მიუღებელია.
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას, ჯაფარიძის თქმით, „ეს შიდა პარტიული ამბავია“.
„ერთ რამეში ცალსახად ვეთანხმები, ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის უხეში ფორმით მისი წასვლა კი, შიდა პარტიული ამბავია, ხდება ასეთი რაღაცეები. მე ვისზე რა უნდა ვთქვა, 2 კვირის წინ გავიყავით“, - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა