სტრიპტიზ-ბარში სასტიკად ნაცემი ბიჭი კიდევ სამი ადამიანის დაკავებას მოითხოვს

Tbilisi Daily

მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ბარში პერსონალმა სასტიკად სცემა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოითხოვს, სამართალდამცველებმა მისი ცემის ფაქტზე კიდევ სამი პირი დააკავონ. “დააკავეს სამი მოძალადე, მაგრამ ამით არაფერი დამთავრებულა. წინ გვაქვს კიდევ სამი მოძალადის დაკავება, ბრალის სწორად წარდგენა და დამტკიცება. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო კანონმდებლებს, რომ დააწესონ ასეთი ბარების შემზღუდავი რეგულაციები, ვინაიდან საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითობასთან, რომელიც ყოველდღიურობად იქცა ჩვენს ძალიან მაგარ ქვეყანაში. შესაძლო რეგულაციებთან დაკავშირებით მაქვს უამრავი იდეა და დიდი სიამოვნებით მივაწვდი კომპეტენტურ ორგანოებს. გთხოვთ, რომ მოვახდინოთ ამ ფაქტზე რეაგირება, რათა ხვალინდელი დღე იყოს უფრო დაცული!” – წერს ივიკო ფრუიძე.