ჩხოროწყუს რაიონული საავადმყოფო დაიხურა

Zugdidi Daily

ჩხოროწყუს რაიონული საავადმყოფო დაიხურა, ამის მიზეზი კორონავირუსი გახდა, რომელიც საავადმყოფოს მთავარ ექიმს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული კაცი მთელი კვირის განმავლობაში ჩვეულებრივად მუშაობდა და მას შეხება სააავადმყოფოს ყველა თანამშრომელთან ჰქონდა. მედიკოსის ცოლი სკოლის მასწავლებელია, შვილი კი ბანკში, უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. მათი ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. საავადმყოფოს დახურვის გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით მოხდა. ექიმი ადასტურებს, რომ ისინი პაციენტებს აღარ იღებენ. ამ დროისთვის იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს ჩხუროწყუში კორონავირუსით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა. მედიკოსის გარდა ვირუსი 5 პირს დაუდასტურდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #zugdididaily #მარტვილი #კორონავირუსი წყარო: მთავარი არხი