ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში კორონა ვირუსის ახალი ტალღა გაჩნდა

Headline

ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ახალი კორონა ვირუსის მეორე ტალღის გამო აკრძალვები განაახლეს. ჩინეთში, შულანის რაიონში კოვიდინფექცია 15 ადამიანს დაუდგინდა, რის გამოც 290 მოქალაქის იზოლირება გახდა საჭირო. ასევე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა და ჩაიკეტა ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარი. ხელისუფლებამ, ქალაქი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა. კვლავ აიკრძალა მატარებლების და ტრანსპორტის მოძრაობა. გამოსნაკლისი დაუშვეს, მხოლოდ მაშველებზე. ქალაქში შესვლა აკრძალულია. დაიხურა სკოლები, ბიბლიოთეები, სპორტული ცენტრები. მოსახლეობა უნდა დარჩეს სახლში. გამოცემის ცნობით, ჩინეთში გასულ შაბათ-კვირას სულ კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 82 918 ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა 4633. სამხრეთ კორეაში სულ კორონავირუსის 10,874 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 256 ადამიანი დაიღუპა, 9,610 კი გამოჯანმრთელდა. წყარო -nbcnews #ჩინეთი #სამხრეთკორეა #კორონავირუსი #კოვიდ19 #ჰედნაილი