რატომ გამოცხადდა კარანტინი სენაკის სამხედრო ბაზაზე?
Zugdidi Daily
სენაკის სამხედრო ბაზაზე ორ ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცები ბათუმიდან არიან და შვებულების დროს, სწორედ აჭარაში - სახლში იყვნენ წასულები. ბაზაზე დაბრუნებიდან მესამე დღეს კი, მათ კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდათ.
ამ ეტაპზე სამხედრო ბაზიდან 250 ტესტია აღებული და მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. იქამდე კი, მეორე ქვეითი სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა, პრევენციის მიზნით, ბაზიდან ჯარისკაცებს არ უშვებენ. აქვე, ხელმძღვანელობა, არც იმ ჯარისკაცებს მიიღებს, რომლებიც ყოველ მესამე დღეს ცლვაში იყვნენ.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ბაზაზე ინფიცირებულების შესახებ ინფორმირებული არ იყო და გვითხრა, რომ გაარკვევს - წერს "მთავარი არხი".
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დრომდე ინფიცირებულთა რიცხვი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.
ასევე ბოლო 24 საათში 31 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 2758;
გამოჯანმრთელებულია - 1412
მათ შორის გარდაცვლილია - 19;
კარანტინის რეჟიმში რჩება - 6633;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 22 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: ნეტგაზეთი
წყარო: მთავარი არხი
#კორონავირუსი
#სამხედრობაზა
#კარანტინი
#zugdididaily