როდემდე მოგვიწევს პირბადის ტარება
Tbilisi Daily
პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია ამ ეტაპზე 15 ივლისამდე იმოქმედებს. როგორი რეგულაციები იქნება შემდგომ, მთავრობა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ექსპერტების რჩევების მიხედვით გადაწყვეტს. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
„ვინაიდან ჩვენ ვართ კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტადიაზე, მიგვაჩნია, რომ პირბადის ტარების წესი უნდა ისჯებოდეს არა 2 ათასი ლარით, არამედ ადმინისტრაციული წესით - 20 ლარით. შესაბამისად, ეს არის დროებითი ღონისძიება და ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე“- განაცხადა ანრი ოხანაშილმა.
მისივე თქმით, პირბადის ტარება არ მოითხოვება სკვერებში, ღია სივრცეებსა და ქუჩაში.
პირბადე რეგულაციები სანქციები
TbilisiDaily