კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ხელმისაწვდომი პრეპარატი
Headline
COVID-19-ის მკურნალობის საკითხში მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პრეპარატ დექსამეტაზონს შეუძლია ინფიცირებით გარდაცვალების რისკი შეამციროს.
არსებული გათვლებით, ზემოხსენებული ხელმისაწვდომი მედიკამენტის გამოყენებამ შეიძლება სიკვდილიანობის რისკი 33%-ით შეამციროს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ე.წ. ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან დამოკიდებულნი.
პრეპარატის კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა დაახლოებით 6 000 ადამიანმა მიიღო.
მოსალოდნელია რომ დექსამეტაზონი შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებული (ჰოსპიტალიზირებული) პაციენტების მკურნალობის და ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთერთ საშუალებად იქცეს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
coronavirus
new
research
cure
headline