3 ქუთაისური ტრადიცია, რომელიც ახალმა თაობამ დაივიწყა
Kutaisi Daily
ტრადიციები უძლებს დროსა და თაობებს. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ მათ ტრადიციებს და არა, როგორც ახლა ამბობენ ხოლმე, „ტრენდებს“. სამწუხაროდ, ზოგიერთი ტრადიცია მოდიდან გავიდა, მათ შორის ქუთაისური ტრადიციები, რომელთა ძირითადი ნაწილი სტუმარ-მასპინძლობას ეხება. მართალია, ახლა ვირუსმა ყველა სახლში გამოგვკეტა, მაგრამ ტრადიციების შეხსენება უდროო არასდროსაა.
1. „მაპატიე, შესაფერისად ვერ დაგხვდი“
იმერელ მასპინძელს შეეძლო, „ბოლო ლუკმაც“ სტუმრისთვის დაეთმო, რათა ღირსეულად დახვედროდა. ძირითადად კი, სუფრას არაფერი აკლდა და მიუხედავად ამისა, წასვლისას მასპინძელი სტუმარს საგზლად მაინც გააყოოლებდა ფრაზას _ „შენ რომ შეგეფერება, ისე ვერ დაგხვდი“.
2. ხელოსანთან სტუმრობა
ქუთაისელი ვერა გვანცელაძე–ჯიქია თავის წიგნში "მოგონებანი გარდასულ დღეთა" XX საუკუნის ქუთაისურ ტრადიციებზე მოგვითხრობს: "ჩვეულებრივ დღეებში, საღამო ხანს, ხელოსნები ეწვეოდნენ ხოლმე ერთმანეთს, თან მიჰქონდათ ტილოს თეთრ ხელსახოცში გამოკრული ხაჭაპური, შემწვარი, ქათამი, ლავაში და დოქით ღვინო (თუმცა იმ დროს, თითქმის ყველა ოჯახში იწურებოდა ღვინო). მასპინძელი თავის მხრივ მიუმატებდა, რაც ჰქონდა, და იშლებოდა სახელდახელო სუფრა, იყო სადღეგრძელოები, მასლაათი, დაირაზე ცეკვა–თამაში და დროსტარება.“
3. ფურნეები
ყველა ოჯახს ფურნეში მიჰქონდა ჰქვილი და დაკვეთით ცხობა ორშაბათიდან პარასკევამდე გრძელდებოდა. დიასახლისები თავად მორიგდებოდნენ ხოლმე, ვისი ჯერი ვის შემდეგ იყო.
#kutaisidaily
#kutaisuritradiciebi