მაიკ პენსი Covid19-ზე საჯაროდ აიცრა
Tbilisi Daily
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.
მაიკ პენსთან ერთად ვაქცინა მისმა მეუღლემ, კარენ პენსმაც გაიკეთა. ვაქცინაციის ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართა.
კორონავირუსზე ვაქცინაცია აშშ-ში 14 დეკემბერს დაიწყო.