კორონავირუსი ''ჰავანას'' კლასტერიდან კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარაში covid-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული ქობულეთს, კერძოდ კი კლუბ ''ჰავანას''უკავშირდება და აღნიშნული კლასტერის კონტაქტია.ხოლო მეორე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, ის მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.
ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 29 პაციენტი. სამედიცინო დაწესებულებიდან სხვა კლინიკებში სამკურნალოდორი პაციენტი გადავიდა. ერთი ინფიცირებული მცხეთაში, ხოლო მეორე თბილისში, რადგან აღნიშნული ქალაქების მკვიდრნი არიან.
გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა.
უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში776 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.