შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა
Tbilisi Daily
შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებმა ერთი პაციენტი უკვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
მიმდინარეობს დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსებენ.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა.