ბათუმში ორ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა - სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის საქალაქო სასამართლო მუშაობისდისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.​ასევე მხარეების გარდა სასამართლო პროცესს დაინტერესებული პირი ვეღარ დაესწრებიან. აღნიშნული ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს სასამართლოს მენეჯერმა დაუდასტურა. ინგა ფუტკარაძის განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობიაროდის განაახლებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ორ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოსამართლეები და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები პისიარ ტესტირებას დღეს გაივლიან. 17 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსი179 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 126 აჭარაშია.