ბათუმში სასაფლაოები დაიკეტა

Batumi Daily

ბათუმის მერია აცხადებს, რომ დღეიდან ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სასაფლაო დაიკეტა. აღნიშნული ზომა ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების შემცირებას ემსახურება. "სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. პროცესში ასევე ჩაერთვება ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაც". მერიის განცხადებით, ათი დღით დაიკეტება ყველა სასაფლაო. გამონაკლისის სახით დაშვებულია სასაფლაოზე წასვლა, თუკი მიცვალებულთან დაკავშირებული ღონისძიებებია ჩასატარებელი. ანუ, ცხედრის დაკრძალვა ისევ ნებადართულია. თუმცა, განცხადებაში არ კონკრეტდება, დასაფლავების გარდა, რა ღონისძიებების ჩატარება არის დაშვებული. საგანგებო მდგომარეობის კანონდმეგლობის გათვალისწინებით, საგულისხმოა რომ დაკრძალვისას ხალხმრავალი შეკრებები ამ შემთხვევაშიც აკრძალული უნდა იყოს. #სასაფლაო #მერია #კორონავირუსი #BatumiDaily