ყველას ინტერესების გათვალისწინებით - რატომ წავიდა ლაშა კომახიძე?
Tbilisi Daily
სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით - ასე ახსნა ბათუმის არჩეულმა მერმა თანამდებობიდან წავიდა.
''მინდა დაგიდასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის სწორი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით. სიტყვა ყველაში, პირველ რიგში, მე ვგულისხმობ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქალაქისა და იმ დაწყებული პროექტების უმტკივნეულოდ გაგრძელებას'' - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
მერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, განსაკუთრებთ მათ, ვინ 2017 წლის ოქტომბერში 56%-იანი მხარდაჭეით ძალიან დიდი ნდობა გამოუცხადა.
"დიდი პატივი იყო თქვენს სამსახურში ყოფნა. გემსახურეთ ღირსებით, გემსახურეთ ერთგულად" - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
კითხვაზე ხომ არ არის ''ქართული ოცნების'' გუნდში დაპირისპირება, ლაშა კომახიძემ თქვა, რომ ეს გავრცელებული ჭორია.