Youtube-ზე კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგიერთი თემის განთავსება აიკრძალება

Headline

ტექნოლოგიურმა კორპორაცია Google-მ, რომელიც ვიდეო ჰოსტინგის სერვისს Youtube-ს ფლობს, კორონავირუსთან დაკავშირებით, პლატფორმაზე მასალების განთავსების წესები განსაზღვრა. Youtube-ზე არ გამოქვეყნდება ვიდეოები COVID-19-ის თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს პიროვნების ჯანმრთელობას. აიკრძალება ისეთი ინფორმაციის მატარებელი კონტენტის განთავსება, რომელიც კორონავირუსის მკურნალობის, პროფილაქტიკის, დიაგნოზირებისა და გადაცემის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ეწინააღმდეგება. მსგავსი შინაარსის ინფორმაციაში გადის ბრალდებები COVID-19-ის რეალური არარსებობის თაობაზე და იმაზე, რომ ადამიანები ამ ინფექციით არ იღუპებიან; მოწოდებები სახალხო მედიცინის მეთოდებით მკურნალობის თაობაზე; მტკიცებები კორონავირუსის საწინაარმდეგო პრეპარატის ან ვაქცინის უკვე არსებობის თაობაზე და ა.შ. ასევე აიკრძალება ისეთი მასალა, სადაც ნათქვამია, რომ ინფექცია გარკვეულ კლიმატურ პირობებში არ ვრცელდება. ასევე შეიზღუდება COVID-19-ის შესახებ უშინაარსო (არაკომპეტენტური) სახის მაგალითები აზიური საკვების არმიღების, ან თუნდაც 5G-ის ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით ბიოლოგიური წარმოშობის ვირუსის შესაძლო გავრცელებაზე. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #coronavirus #Google #Youtube #restrictions #ban #5G #headline