პაკისტანში 14 წლის გოგონა, რომელსაც ბიძაშვილზე გათხოვება უნდოდა, ბიძამ დაწვა
Tbilisi Daily
პაკისტანში საზარელი მკვლელობა ქორწინებაზე უარის გამო მოხდა. ინციდენტი ქალაქ პენჯაბში მას შემდეგ მოხდა, რაც ძმამ ძმას შვილების, ანუ ერთმანეთის ბიძაშვილების დაქორწინებაზე უარი უთხრა. განაწყენებული ბიძა კი საცხოვრებელ სახლში ჩუმად შევიდა და 14 წლის გოგონას საწვავი გადაასხა და სიკვდილით დასაჯა.
როგორც ცნობილია, მამამ ქორწინებაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ ქალიშვილს სხვა ნათესავზე ათხოვებდა.
პოლიციის თქმით, ბიძამ გოგონა მრავალი დაზიანებით სახლში მარტო დატოვა, თუმცა არასრულწლოვანმა სახლიდან გამოსვლა მოახერხა და თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყურადღება მიიქცია, ის საავამდყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები და ოჯახის სხვა წევრები დანაშაულის დამალვას ცდილობდნენ, ცხედარი დამარხეს და ყველას ეუბნებოდნენ, რომ გოგონა გაზის ცილინდრის აფეთქების შედეგად დაშავდა და გარდაიცვალა. მაგრამ პოლიციამ მშობლებისა და ნათესავების დაკითხვის შემდეგ, ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები გამოავლინა და ბიძა დააკავა. დაკითხვის შემდეგ მან დანაშაული აღიარა