"არასდროს შეგვიწყვეტია დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან" - ახვლედიანი
Tbilisi Daily
"არასდროს შეგვიწყვეტია დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის არც კოვიდ-პანდემიის პირობებში“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის. დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია ეს დიალოგი მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის არც კოვიდპანდემიის პირობებში. ამაზე მეტყველებს კონკრეტული შედეგებიც და რიგ სფეროებსა და თემებზე ამგვარი დიალოგის გზით დაგროვილი, თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება, რაც მისასალმებელია. ჩვენი სურვილია ეს პროცესი გახდეს უფრო ინტენსიური და ეფექტიანად იქნას გამოყენებული საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე კომუნიკაციის ყველა არსებული არაფორმალური არხი; ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირებისკენ იმ მიზნით, რომ დიალოგის პლატფორმებში შეძლებისდაგვარად ჩაერთოს საზოგადოების ყველა რგოლი“ - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები