აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება განახლდა - დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

Pirveliradio Ge

სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო მოქმედებები განაახლეს, რის შედეგედაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის ცნობით, „დაიბრუნეს რამდენიმე რეგიონი, რომელიც კვირას მომხდარი დაპირისპირებისას დაკარგეს“. რესპუბლიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისას მათი კიდევ 15 სამხედრო დაიღუპა. გარდა სამხედროებისა, დაღუპულთა შორის სამოქალაქო პირებიც არიან.