მეწყერში მოყოლილი ავტომობილი იპოვეს - გარდაცვლილია ორი ადამიანი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
სოფელ ჯოჭოშიმეწყერში მოყოლილი ავტომობილი მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. სამძებრო სამუშაოები გუშინ გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
მეწყერმა საცხოვრებელი სახლიც ჩაიტანა, ოჯახის წევრებს ამ დრომდე ეძებენ. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
რაც შეეხება ავტომობილს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი სტუმრად იყვნენ და სახლში ბრუნდებოდნენ.