პუტინი ტრამპს: თქვენი ენერგიულობა, სიმხნევე და ოპტიმიზმი ამ საშიშ ვირუსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ
Tbilisi Daily
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც კორონავირუსისგან სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის დამახასიათებელი ენერგიულობა, სიმხნევე და ოპტიმიზმი ამ საშიშ ვირუსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ“, - წერს რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში.
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს მელანიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
„კარანტინისა და გამოჯანმრთელების პროცესს დაუყოვნებლივ გავივლით. ამ გზას ერთად გავივლით“, - წერს დონალდ ტრამპი.
კოვიდინფექცია დაუდასტურდა ტრამპის მრჩეველსაც. ჰოუფ ჰიქსი 29 სექტემბერს, დონალდ ტრამპს ოჰაიოში ახლდა, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატ, ჯოზეფ ბაიდენთან დებატები გამართა.