ბათუმში კორონავირუსით მედდა დაინფიცირდა

Batumi Daily

30 მარტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ბათუმში ახალი ინფიცირებული საავადმყოფოს ექთანია. ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ექთანი უსაფრთხოების ყველა ნორმას იცავდა, თუმცა დაინფიცირდა დაუმორჩილებელი პაციენტის დახმარებისას. „დაინფიცირებული პირი, სამედიცინო პერსონალი, გახლავთ მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული, მან თავის თავზე აიღო კონკრეტულ, რთულ სიტუაციაში, სამედიცინო სერვისის ჩატარება" - აცხადების ნინო ნიჟარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ექთანი დაახლოებით 15 ადამიანს დაეკონტაქტა, მიმდინარეობს შესაბამისი გამოკვლევა და ამ პირების იზოლაცია. კორონავირუსი დაინფიცირების აღნიშნული შემთხვევა რიგით მერვეა აჭარის რეგიონში, ქვეყნის მასშტაბით კი შემთხვევების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. #მედდა #კორონავირუსი #ინფიცირებული #BATUMIDAILY