აშშ-ის სენატმა ტრამპი გაამართლა ამბოხების წახალისების ბრალდებაში, საიმპიჩმენტო პროცესი დასრულდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაამართლა საიმპიჩმენტო პროცესზე, სადაც მას ბრალად უყენებდნენ ამბოხების წახალისებას თავის მომხრეებში, რომლებმაც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მიიტანეს იერიში. ექსპრეზიდენტს ბევრმა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი.  ბოლო 12 თვის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ტრამპი იმპიჩმენტს გადაურჩა. დემოკრატებს სურდათ მისთვის აეკრძალათ კენჭისყრაში კვლავ მონაწილეობა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31101504.html #ახალი_ამბები #twitter