გერმანიაში კორონავირუსის 23 449 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 432 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

გერმანიაში კორონავირუსის 23 449 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 130 238-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 432 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 18 034-ს მიაღწია. შეგახსენებთ, ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის რეგიონების ლიდერებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 10 იანვრამდე გახანგრძლივების გადაწვეტილება მიიღეს.