მითქმა-მოთქმა სიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, არასერიოზულია - მამუკა მდინარაძე
Tbilisi Daily
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში ამომრჩევლების სიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ხელოვნური აჟიოტაჟი ატყდა. მისი თქმით, მსგავსი სიები გამოქვეყნდა რამდენიმე წლის წინაც და მაშინაც ჰაკერულ თავდასხმებზე მიუთითებდნენ, ამ ყველაფერს კი რეალობასთან კავშირი არ ჰქონია.
,,ეს არის ხელოვნურად ატეხილი ახალი აჟიოტაჟი, ახალი კამპანია, რასაც რეალობასთან შეხება არ აქვს. ეს სიები ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს ვერავის. თანაც, ძველი, განუახლებელი სიებია, სადაც გარდაცვლილი ადამიანებიც არიან და ამაზე დღეს საუბარი არასერიოზულია,” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პორტალ zdnet.com-ის ცნობით, ქართველ ამომრჩეველთა პერსონალური ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა - გამოქვეყნდა ამომრჩევლის სრული სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკითხის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.
#სიები
#მამუკამდინარაძე
#პორადიმონაცემები
#tbilisidialy